გამარჯვებული გუნდის ნამუშევრები
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა -კურთხევითა და მრწამსი მართლმადიდებლური ორგანიზაციის ინიციატივით, შედგა მოსწავლეთა ჯგუფური სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია სახელწოდებით – ,,ეკლესია ბურჯი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა”.
ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს.
მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული შემდეგი თემები :
1. ჯგუფი – თანაფა
თემა – ,,წმიდა გრიგოლ ხანძთელი და ბერმონაზვნური ცხოვრება”.
2. ჯგუფი – კიდობანი
თემა – ,,ღირსი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი”.
3. ჯგუფი – ოსანა
თემა – ,,წმიდა დიდმოწამე გიორგი”.
4. ჯგუფი – ჯვარი ვაზისა
თემა – ,,წმიდა ნინო და საქართველო’’.
კონფერენციას ჰყავდა ჟიური, რომელმაც საუკეთესო მომხსენებელთა ჯგუფი გამოავლინა.
გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სერთიფიკატით და ფულადი სასაჩუქრე ვაუჩერით, 100 ლარის ოდენობით.
დანარჩენ მონაწილეებს სერთიფიკატები, წიგნები და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.
პროექტის ხელმძღვანელი – დემეტრე ზარქუა
ჟიურის წევრები
1.დეკანოზი გაბრელ გულორდავა
2.დეკანოზი ალექსანდრე შედანია
3.დეკანოზი გიორგი თოლორაია
4.მირზა ჩხოლარია
განსაკუთრებული მადლობა სკოლა-გიმნაზიასა და მის დირექტორს, დეკანოზ გაბრიელ გულორდავას თანამშორმლობისათვის. ღონისძიებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი და მსგავსი პროქტები კიდევ განხორციელდება.
მრწამსი მართლმადიდებლური ორგანიზაცია
Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




