ჩვენს შესახებ
არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი ა.(ა)ი.პ ,,საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია” არის საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოემსახურება ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდას, სახელმწიფო სტანდარტებისა და ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების სამივე – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.
გიმნაზია ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ აქვს თვითმყოფადობის დამადასტურებელი განსაკუთრებული მისია და მისგან გამომდინარე შემუშავებული აქვს საკუთარი ხედვა და კონცეფცია სწავლა-სწავლებისა და აღზრდის საქმეში, რაც გამოიხატება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გაძლიერებაში. ამასთან, გიმნაზიის მიზანია ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებელი და წიგნიერი თაობის აღზრდა, რომლებიც იქნებიან საზოგადოების ღირსეული წევრები, როგორც სასულიერო, ისევე საერო ასპარეზზე.
გიმნაზია თავის მისიას შესრულებულად ჩათვლის, თუ მისი კურსდამთავრებული მაღალი(ზოგადსაგანმანათლებლო) სტანდარტის მქონე განათლების მიღებასა და მომავალი ორიენტირების სწორად ჩამოყალიბებასთან ერთად, გლობალიზაციისა და ტექნიკური პროგრესის პირობებში შეძლებს ეროვნული სულისა და ჯანსაღი ტრადიციების შენარჩუნებას.
საქართველოს საპატრიარქო, კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა – გიმნაზიის პროგრამების სახელწოდებები
კახათის წმდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა – გიმნაზიაში ხორციელდება სწავლა სამ საფეხურზე:
- დაწყეითი საფეხური
- საბაზო საფეხური
- საშუალო საფეხური
საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეზე გაიცემა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -ატესტატი
საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეზე გაიცემა საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -ატესტატი
- სკოლის დებულება
- პერსონალის მართვის პოლიტიკა
- შინაგანაწესი
- მოსწავლეთა ჩარიცხვვის შესახებ
- განცხადებისა და საჩივრის მიღების წესი
- ვერიფიკაციის მექანიზმი
- სტრატეგიული გეგმის ანალიზი