

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, ილია II-ის აღსაყდრებიდან 46-ე და დაბადებიდან 91-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი გაიმართა.
მრწამსი მართლმადიდებლური ორგანიზაციის ინიციატივით, გაკვეთილში ჩართულნი იყვნენ მე 10 კლასის მოსწავლეები:
1. სალომე აბსანძე
3. დემეტრე ღვინჯილია
მოსწავლეებმა ისაუბრეს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებასა და ღვაწლზე და მათ დამსახურებაზე საქართველოს მართლამდიდებლური სამოციქულო ეკლესიისა და მამულის წინაშე. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა ცალკე გამოჰყვეს ამ მოღვაწეთა ცხოვრებისეული და მნიშვნელოვანი თარიღები. რადგანაც ღია გაკვეთილი აპრილის თვეში ჩატარდა, მოსწავლეებმა სწორედ ეს თვე აარჩიეს.
1. .1866 წლის 24 აპრილს დაიბადა კალისტრატე ცინცაძე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1932-1952 წლებში.
2.1957 წლის 16 აპრილს, წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.
3.1903 წლის 6 აპრილს, დაიბადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი დავით V .(1972–1977 წლებში.)
დასასრულს, მრწამსი მართლმადიდებლური ორგანიზაციის დირექტორმა და სკოლა – გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგმა დემეტრე ზარქუამ ღია გაკვეთილზე განხილული თემის მნიშვნელობაზე და საქართველოს ეკლესიის მეთაურთა ღვაწლზე ისაუბრა.
მოსწავლეები სიგელებით სკოლა – გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა გაბრიელ გულორდავამ და მრწამსი მართლმადიდებლური ორგანიზაციის დირექტორმა დემეტრე ზარქუამ ერთობლივად დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ მრწამსი მართლმადიდებლური ორგანიზაციის ინიციატივით, წმ გიორგის მართლმადიდებლური სკოლა – გიმნაზიაში უკვე რიგით მე- 3 პროექტი განხორციელდა.
გაკვეთილის დასასრულს დეკანოზმა გაბრიელმა დალოცა ბავშვები და წარმატებები უსურვა.



