ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ორგანიზებით Mego Bar -ში გაიმართა ფილმი ,,მამა”-ს ჩვენება.ფილმი ალცჰეიმერის სინდრომით დაავადებულ კაცზეა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უარს ამბობს ყველანაირ დახმარებაზე შვილის მხრიდან. როდესაც გააცნობიერებს მის შეცვლილ გარემოებებს, ის ეჭვის შეტანას იწყებს საყვარელ ადამიანებში და საკუთარ რეალობაშიც კი.ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები და სამოქალაქო განთლების მასწავლებელთან ერთად.
ფილმის ჩვენების შემდეგ კლასში გაიმართა დისკუსია შვლებისა და მშობლების ურთიერთობაზე.




