კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ხალხური ცეკვების წრე ფუნქციონირებს.

კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ხალხური ცეკვების წრე ფუნქციონირებს.

✨ ის ესთეტიკური აღზრდის კერაა, რომლის ძირითადი მიზანია, მოზარდ თაობას ჩაუნერგოს ინტერესი და სიყვარული ცეკვის ხელოვნებისადმი, იზრუნოს მათში პროფესიული ჩვევების გამომუშავებისათვის.

✨ წრის ხელმძღვანელია- რუსიკო სურმავა. ახალგაზრდა და გამოცდილი პედაგოგი, დიდი სიყვარულით და რუდუნებით აზიარებს პატარებს ხალხური შემოქმედებას და უყალიბებს სწორ მიდგომას, ყველა იმ ფასეულობებისადმი, რომლის შენახვა-განვითარება, ასე მნიშვნელოვანია მომავალი თაობისათვის.

✨ აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ რუსიკო ჩვენს გიმნაზიაში სწავლობდა.

✨ რუსიკო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ყილოშტყებამის,” ქორეოგრაფია.

✨ ა(ა)იპ ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს“ დაქვემდებარებულ ანსამბლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ახალკახათის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ყილოშტყებამია,” რომელიც 2008 წელს დაარსდა. ანსამბლი მრავალ ფესტივალ -კონკურსზე გამარჯვებულია. 2012 წელს თბილისის არტ ჰოლში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსზე ანსამბლმა 1 ადგილი აიღო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 2013 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ანსამბლს სანიმუშო საბავშვო -სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭა. 2015 წელს ქორეოგრაფ გიორგი სურმავას წლის საუკეთესო ქორეოგრაფის წოდება მიენიჭა. 2016 წელს ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ -კონკურსზე ,,ბათუმი,” ანსამბლი გრამ-პრის მფლობელი გახდა და ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალის საგზური მოიპოვა.

Scroll to Top