ბიოგრაფია
დეკანოზი გაბრიელ გულორდავა დაიბადა 1960 წლის 10 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონ სოფელ აკვასკაში, პედაგოგის ოჯახში.
1976 წელს დაამთავრა ახალი აკვასკის რვაწლიანი სკოლა,იმავე წელს სწავლა გააგრძელა ქ. ფოთის პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში, გემის ელექტრიკის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1979 წელს. 1980 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა საბჭოთა ჯარში. 1982 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1987 წელს. მიენიჭა ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაცია.მუშაობდა ქ.ტკვარჩელის შახტების ბაზაში ინჟინრად.
აფხაზეთის ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილების დროს, საცხოვრებლად დარჩა ზუგდიდის რ – ნი სოფელ ინგირში. 1994 წელს გარდაეცვალა შვილი, რომლის შემდეგაც დაიწყო ეკლესიური ცხოვრება.მოგვიანებით დაინიშნა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახხელობის საკათედრო ტაძარში სტიქაროსნად.
1998 წლის 18 ივლისს ცხუმ – აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა დიაკვნად აკურთხა.
1999 წლის 28 მარტს მღვდლად ხელი დაასხა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.
2004 წელს მღვდელი გაბრიელ გულორდავა კახათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძრვად დაინიშნა.
2005 წლის 15 ივლის მიტროპოლიტმა გერასიმემ იგი აიყვანა დეკანოზის ხარისხში.
2009 წლის 18 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II – მ წალენჯიხის ფერიცვალების სახელობის ტაძარში დეკანოზი გაბრიელი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
2010 წელს დაინიშნა კახათის სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორადდ და მის სულიერ მოძღვრად.
2014 წლიდან დღემდე არის ზუგდიდის და ცაიში მიტოპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი.